• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია ღვინაშვილმა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომას, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ნიკო თათულაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი თანათავმჯდომარეობდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ დამსწრე საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წინაშე საქართველოს ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარუდგინა.

სხდომის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შემუშავებას დაუთმეს.

როგორც ნათია ღვინაშვილმა განაცხადა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, საკუთარი მანდატის ფარგლებში კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან რეფერალურ მექანიზმთან დაკავშირებული დოკუმენტის მიღებისა თუ აღსრულების კუთხით.

ფოტო გალერეა