• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეასა და საქსტატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თვითმმართველ ერთეულებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასევე ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის საკითხებზე მონაცემების შეგროვების პარტნიორობის გასაძლიერებლად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ათეას ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ

მემორანდუმის ამოცანას, ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში დარგობრივი სამსახურებისა თუ განყოფილებების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობა და კოორდინაცია, ასევე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების საკითხებზე თანამშრომლობა, კოორდინაცია და საქსტატის მხრიდან, რეკომენდაციების მიცემა წარმოადგენს.

დოკუმენტი, ასევე ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას, ისეთ საკითხებში, როგორიცაა, საქართველოს მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში ადამიანური რესურსების გაძლიერება, კოორდინაციის გაღრმავება და თანამშრომლობის გზით, სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

მემორანდუმზე ხელმოწერით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ გენდერულ და სხვა დარგობრივ სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, გაიარონ კონსულტაციები და დაინტერესების შემთხვევაში განახორციელონ პროექტი, კვლევა, საკონსულტაციო მომსახურება და სხვა შესაბამისი ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალი, ფართომასშტაბიანი ეროვნული კონფერენციის - „გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო.

 

ფოტო გალერეა