• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

რეგიონული სამუშაო შეხვედრა „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპულ ქარტიასთან“ დაკავშირებით

პროექტისქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოშიფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (...) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ორგანიზებითმორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე – „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიისგანხორციელება ადგილობრივ დონეზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ნორვეგიის მთავრობისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყოდასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები მონაწილეობდნენ

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ქალთა და კაცთა თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილებების გაზიარების და ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტების რაოდენობის გაზრდის ხელშეწყობა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ...- აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ. ასოციაციის ხელმძღვანელმა  ყურადღება გაამახვილა ევროპული ქარტიის პრინციპების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ .... მზადაა მხარი დაუჭიროს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს მუნიციპალიტეტებს დოკუმენტის იმპლემენტაციაში.

შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პროექტის წამყვანი კონსულტანტის, თამარ ფრანგიშვილის  პრეზენტაციას – „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიისშესახებ.  

მუნიციპალიტეტების გამოცდილებების გაზიარების სესიის ფარგლებში, ქუთაისის, ქედისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას საკუთარ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ინიციატივები წარუდგინესქუთაისის მუნიციპალიტეტის სახელით, საკრებულოს წევრმა, მაგდა კოსტავამ ისაუბრა პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას სხვადასხვა სფეროში. ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტმა, თეა შარაშიძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პროგრამა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ქალების სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინიციატივების შესახებ კი, მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ინფორმაცია მიაწოდა მერიის გენდერული საკითხების პასუხისმგებელმა პირმა ნათია შარიქაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის  შესაძლებლობების შექმნაზე.

ამავე სესიაზე თამარ ფრანგიშვილმა ასევე აუდიტორიას გააცნო  ქალთა და მამაკაცთა  თანასწორობის ინიციატივების პლატფორმ, რომელიც ათეა-ს გენდერულ პორტალზეა განთავსებული და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებს შორის სისტემური კოორდინაციის გაძლიერებას.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიის ფორმატით გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა  მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინიციატივებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს

დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ათეა- აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ლაშა არჩვაძე და პროექტის  ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოშიკონსულტანტები - მაია აბაშიძე და გიორგი ისაკაძე.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შეხვედრა უკვე გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვისაც.

ფოტო გალერეა