• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანია გრძელდება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), როგორც საქართველოს მუნიციპალიტეტების გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაცია, მხარს უჭერს საზოგადოების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის მექანიზმებს.

აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიზნით, ათეა-ს ინიციატივით შექმნილი მედია ქსელის ჩართულობით, მუნიციპალიტეტებში ხორციელდება სხვადასხვა თემატური ღონისძიებები, რომლებიც ძალადობის პრევენციისა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს.

ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.