• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა-ს მხარდაჭერით ხელოვანი ქალებისთვის 2 ღია კონკურსი ცხადდება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მხარდაჭერით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ტრადიციული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და ციფრული დიზაინის წარმომადგენლებისთვის, ასევე ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე და დამწყები მეწარმეებისთვის ორ ღია, (უფასო) კონკურსს აცხადებს.

iAtelier - პროგრამა მიმართულია ტრადიციული რეწვის ინოვაციური პროდუქციის შესაქმნელად და გთავაზობთ უფასო ტრენინგებსა და წვდომას თანამედროვე ტექნოლოგიების დანადგარებზე. პროგრამა ასევე, იძლევა გამოცდილ დიზაინერებთან, ოსტატებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

iAtelier - ის მიზანია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ადაპტაცია და გამოყენება თანამედროვე რეწვის ინდუსტრიაში.

რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე და დამწყები მეწარმეებისთვის კი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, ევროპის პროექტის CRAFTING EUROPE -ის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში გამართულ კონკურში გთავაზობთ მონაწილეობას, რომლის მიზანსაც მონაწილეთა ბიზნესისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება წარმოადგენს.

„პროფესიული გამოცდილების პროგრამა“, რომელიც ევროკომისიის შემოქმედებითი ევროპის პროექტისა და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ ფინანსდება, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროექტების - CRAFTING EUROPE და „ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“ ფარგლებში იმართება.

განაცხადების მიღება 2020 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.