• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა-ს წარმომადგენლებმა სარეკომენდაციო სასწავლო კურსი „მე ვიცი გენდერი“ და „სექსუალური შევიწროება“ დაასრულეს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა, სარეკომენდაციო სასწავლო კურსი -  „მე ვიცი გენდერი“ და „სექსუალური შევიწროება“ დაასრულეს, რომელიც გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის საკითხების ადაპტირებისა და აღნიშნული მიმართულებით ცნობიერებისა და კომპეტენციის ამაღლების მიზნით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ათეა-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში, ასოციაციამ  შეიმუშავა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რის საფუძველზეც, ათეა-მ  აიღო რიგი საკითხების განხორციელების ვალდებულება, რომელთა შორისაა გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხების შესახებ ხსენებული კურსების მოსმენა.

როგორც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და აღნიშნული პროექტის კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა განმარტა, სარეკომენდაციო კურსის დანერგვა ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.

,, ეს ტრენინგი უპირველეს ყოვლისა, არის გენდერული თვითშეფასების ეფექტიანი ინსტრუმენტი და მეორეს მხრივ, ის წარმოადგენს კარგ საშუალებას, რომ გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით გათვალისიწინებული ვალდებულებები ორგანიზაციის წინსვლისთვის იქნას გამოყენებული. ამასთანავე, კურსი იძლევა საშუალებას, რომ მოვახდინოთ ზემოთ აღნიშნული გეგმის განვითარების შეფასება და მონიტორინგი“- აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.

ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენლებისთვის უკვე ჩატარდა ორი ტრენინგი, სამომავლოდ კი დაგეგმილია სემინარი, რომელიც გენდერული ბიუჯეტირების თემას მოიცავს.

ელექტრონული კურსი, რომელიც ათეა-ს წარმომადგენლებმა მოისმინეს, საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერაა მომზადებული.