• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

თანასწორობის ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის უცხოელი ექსპერტები სასწავლო სემინარს გამართავენ

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ადვოკატირების შედეგად, თანასწორობის ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის, 16 ივნისს სასწავლო სემინარი -"ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ" გაიმართება.

ონლაინ ტრენინგი, რომელიც CEMR / PLATFORMA- ს და ჰააგის ადგილობრივი მმართველობის აკადემიის მიერაა ორგანიზებული, სემინარის მონაწილეებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო ეფექტიანად დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ თანასწორობის ქარტიით განსაზღვრული პრინციპები და ამოცანები.

სასწავლო კურსს უცხოელი ექსპერტები გაუძღვებიან და მონაწიწლეებს სხვადასხვა ქვეყნებში, აღნიშნული მიმართულებით, დანერგილ კარგ პრაქტიკასაც, გააცნობენ. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ასევე საშუალება ექნებათ ჩაერთონ დისკუსიის ფორმატში, სადაც ინფორმაციის ურთიერთგაცვლასთან ერთად, მათთვის საინტერესო თემებზე იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ ათეა-ს ადვოკატირების შედეგად, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას უკვე 18 ქართული მუნიციპალიტეტი შეუერთდა. ახლო მომავალში კი, დოკუმენტს, კიდევ 3 მუნიციპალიტეტი მოაწერს ხელს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, რომელიც ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტს აერთიანებს, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩართულია ყველა იმ ღონისძიებაში, რომლებიც სხვა თემებთან ერთად, მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მხარდასაჭერად და მათ შორის, აღნიშნული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ხორციელდება.