• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფები სამიზნე მუნიციპალიტეტებში ინფორმაციული ხასიათის შეხვედრებს განაგრძობენ

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მიმდინარე საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფები, სენაკისა და ონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფორმაციული ხასიათის შეხვედრებს განაგრძობენ.

ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სოფლად მცხოვრებ ქალებს პირადად ხვდებიან და პროექტის -,,ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა’’ დეტალებს ადგილზე აცნობენ.

საგრანტო პროგრამით დაინტერესებულ პირებს სპეციალური განაცხადის ფორმებიც ურიგდებათ, რომლებიც ბენეფიციარებს საკუთარი იდეების წარდგენას უმარტივებს.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, განაცხადების მიღების ვადა 8 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით მიმდინარე პროექტს, GIZ-ის მიერ მოწვეული ექსპერტები, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი - ნათია ღვინაშვილი და ექსპერტი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში - შორენა კოჭლამაზაშვილი ხელმძღვანელობენ.

ექსპერტების განცხადებით, მომდევნო ეტაპი, ბიზნესის გეგმის შესადგენად ტრენინგების ჩატარებასა და საველე მონიტორინგის განხორციელებას მოიცავს, რის შემდეგაც, შეირჩევა გამარჯვებული ის ბიზნეს იდეები, რომლებსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისია გამოავლენს.

პროექტის მიხედვით, პროგრამაში მხოლოდ ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული 18 წელს მიღწეული ქალები ჩაერთვებიან, საბოლოოდ კი, გრანტს კონკურსის მინიმუმ 10 მონაწილე მიიღებს.

საგრანტო კონკურსი, რომელიც ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.


►იხილეთ ფოტო გალერეა