• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ტენდერი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის  (NALAG) პარტნიორობით, ევროპის საბჭო  ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ადგილობრივი კონსულტანტებისთვის ტენდერს აცხადებს.

გასაწევი მომსახურება მოიცავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარებას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე ექსპერტულ მხარდაჭერას ადამიანის უფლებების შესახებ ადგილობრივი ინიციატივების განხორციელებასა და მონაცემთა შეგროვების გზით მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაში.

აღსანიშნავია, რომ  ტენდერი ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმისა და ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის -„მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში ცხადდება.

მომსახურების დაწყების სავარაუდო თარიღია 2021 წლის 18 ნოემბერი.

ტენდერის აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა: 2021 წლის 7 ნოემბერი .

სატენდერო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.
 

იხილეთ ბმული 1
 

იხილეთ ბმული 2