• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონკურსის გამარჯვებული ქალებისთვის ინვენტარის შესყიდვა დასრულდა ​

​გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული ქალები ბიზნესის დაწყებას, ან უკვე არსებული საქმის გაფართოებას უახლოეს პერიოდში შეძლებენ.

ინვენტარი, რომლის შეძენაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პარტნიორისა და GIZ-ის კონტრაქტორი - ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის’’ მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე განხორციელდა, ყველა ბენეფიციარს ადგილზე მიეწოდება.

აღნიშნულ პროცესს, პროექტში მიწვეული ექსპერტები, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი - ნათია ღვინაშვილი და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტი - შორენა კოჭლამაზაშვილი გაუწევენ მონიტორინგს.

,, ბენეფიციარების ინვენტარით აღჭურვის შემდგომ, მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებს, შესაძლებლობა მიეცემათ არა მხოლოდ საკუთარი შემოსავალი გაზარდონ, არამედ დაასაქმონ ადგილობრივი მოსახლეობა. ეს პროექტი აგრეთვე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, მისი მეშვეობით, შიდა მიგრაციის კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრასაც შეეწყობა ხელი, რაც თავად მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი პრიორიტეტს წარმოადგენდა“,- განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

პროექტის მიხედვით, პროგრამაში ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული 18 წელს მიღწეული 44 ქალი ჩაერთო, რომელთაგანაც, შეფასების კომისიის მიერ თავდაპირველად 22 ბიზნეს იდეა შეირჩა, საბოლოოდ კი, 11 პროექტი დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის მონაწილეებისთვის, ასევე ჩატარდა სასწავლო კურსი, სადაც ბენეფიციარებმა დეტალურად შეისწავლეს პროექტის წერის ძირითადი პრინციპები.

,, რა თქმა უნდა პროექტის წერას თავისი სპეციფიკა აქვს და ამ გამოწვევის მიზეზით, გამოუცდელი ადამიანებს უჭირთ ასეთი ტიპის პროგრამებში ჩართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტში თავიდანვე გავითვალისწინეთ სემინარი, რომელიც ბენეფიციარებს ამ პრობლემის დაძლევაში დაეხმარებოდა. მართალია, პანდემიის გამო სასწავლო კურსი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, თუმცა საბოლოო შედეგიდან გამომდინარე, ვთვლი რომ ონლაინ სწავლებამ პროდუქტიულად ჩაიარა“, - აღნიშნა შორენა კოჭლამაზაშვილმა.

საგრანტო კონკურსი, რომელიც ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება, მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონკურსის გამარჯვებული ქალებისთვის ინვენტარის შესყიდვა დასრულდა