• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეამ გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პროექტის "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ განხორციელება დაიწყო 

ათეამ გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პროექტის "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ განხორციელება დაიწყო 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების გაძლიერების მიზნით მუშაობას განაგრძობს.

ათეამ, რომელიც ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტს აერთიანებს,   გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტის -  "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" განხორციელება დაიწყო.  პროექტის მიზანს, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ, საქართველოს საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების ლოკალიზაციის მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც სხვა თემებთან ერთად, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის ხელშეწყობას მოიცავს.

როგორც პროექტის კოორდინატორმა, თამარ ფრანგიშვილმა აღნიშნა,  პროექტის ფარგლებში, ათეა კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის ადვოკატირებასა და  წევრი მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესის მხარდაჭერას.

თამარ ფრანგიშვილმა, აღნიშნულ პროცესში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზეც გაამახვილა ყურადღება.

,,გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების თემა ათეას პრიორიტეტს წარმოადგენს და იმის გათვალისწინებით, რომ  ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობის პრაქტიკა საკმაოდ შედეგის მომცემი აღმოჩნდა წევრი მუნიციპალიტეტებისთვის,  მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას რათა გავაუმჯობესოთ მიღწეული პროგრესი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების გაძლიერებას,  ასევე, აღნიშნულ საკითხებზე ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და  ადგილობრივ დონეზე განხორციელებას შეუწყობს ხელს. მოეწყობა მაღალი დონის შეხვედრები, ტრენინგები და სემინარები, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ წარმოაჩინონ საუკეთესო პრაქტიკები და ერთად იმსჯელონ არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე“,- აღნიშნა თამარ ფრანგიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ათეა-ს ინსტიტუციური შესაძლებლობების  გაძლიერებაზე ორიენტირებული აქტივობით დაიწყო.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტში ორდღიანი სემინარი გაიმართა,  სადაც ათეას თანამშრომლები  დეტალურად გაეცნენ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ ვალდებულებებს, მათი შესრულების სტატუსს და სიახლეებს. სემინარის მონაწილეებს, ასევე საშუალება მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია  საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ და დარგის ექსპერტებთან ერთად ემსჯელათ გენდერული თანასწორობის ორგანიზაციულ პოლიტიკასა და პრიორიტეტებზე.

სემინარი, რომელიც თამარ ფრანგიშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან და აღნიშნული პროექტის ანალიტიკოსთან, მარიამ ჯობავასთან ერთად გახსნა, დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა.

 

ფოტო გალერეა