• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას უერთდება

ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას უერთდება

25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია იწყება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), აღნიშნულ კვირეულში წელსაც აქტიურად ჩაერთვება და წევრ მუნიციპალიტეტებთან ერთად გააჟღერებს მესიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

კამპანიის მიმდინარეობისას, ასოციაცია, ასევე გაავრცელებს ნარატიულ ინფორმაციას ძალადობის ფორმებისა და სახეების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ათეამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა დამხმარე ინსტრუქცია, რომლითაც თვითმმართველი ერთეულები წარმატებით ხელმძღვანელობენ.

აღნიშნული ინსტრუქცია, ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებსა და საქართველოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციულ, ასევე, ფოტო და ვიდეო მასალას მოიცავს, რაც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემცირებასა და ძალადობის მსხვერპლთა აუცილებელი მომსახურებოგონაის უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

​ კამპანიის პერიოდში, ასევე აღინიშნება უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი).