• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ნათია ღვინაშვილი: გენდერული ნიშნით მონაცემთა შეგროვების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი უმნიშვნელოვანესია

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში - ,,გენდერული სტატისტიკა - მტკიცებულებებზე დაფუძნებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შექმნისათვის’’ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა, რომელიც კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში წარიმართა, აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს, შვედეთსა და სომხეთს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით მოეწყო და მასში პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად, 3 ქვეყნის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი და დარგის ექსპერტები იყვნენ ჩართულნი.

შეხვედრის პირველი ნაწილის დროს, მონაწილეებმა მმართველობის ყველა დონეზე გედნერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობის მიმართულებით შვედეთის გამოცდილებისა და წარმატებული მაგალითების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რის შემდეგაც ადგილობრივ დონეზე გენდერული სტატისტიკის მენეჯმენტის შესახებ დისკუსია გაიმართა.

ნათია ღვინაშვილმა, საკუთარი მოხსენებისას, გენდერული ნიშნით მონაცემთა შეგროვების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლსა და ათეას ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენდერული სტატისტიკა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას იძლევა ადგილობრივ დონეზე შემუშავებული პოლიტიკის მიერ მოტანილი სიკეთეები და შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.

​ ღონისძიება, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, GIZ -ის მრჩეველმა, რაჰელ ფრაისტ-ჰელდიმ შეაჯამა.

იხილეთ ფოტო გალერეა