2009 წელს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ და სომხეთის თემთა კავშირმა კავკასიის რეგიონში პირველი ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის გაერთიანება - ევრორეგიონი “ევროკავკასია” შექმნეს, რომელიც საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ განლაგებულ 4 ქართულ მუნიციპალიტეტს და 2 სომხურ მაზრას მოიცავს.
ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს სასაზღვრო მუნიციპალიტეტების განვითარებას და მხარი დაუჭიროს კონკრეტული პროექტების განხორციელებას, რომლებიც ორიენტირებულია მცირე ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.