• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს უერთდება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს უერთდება.

მსოფლიო შიდსის დღე 1988 წლის 1 დეკემბრიდან აღინიშნება. თარიღი მსოფლიო საზოგადოების ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დადგინდა, რამაც გლობალური პანდემიის მასშტაბები მიიღო და მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა.

ამ დღეს მსოფლიოს მოსახლეობა ერთიანდება, რათა სოლიდარობა, თანადგომა და პატივისცემა გამოხატოს ინფექციით დაავადებული და მის შედეგად დაღუპული ადამიანების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ 1 დეკემბერი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ნაწილია, რომელშიც ათეა უკვე აქტიურადაა ჩართული.