• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა მოხალისეთა საერთაშორისო დღეს უერთდება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მოხალისეთა საერთაშორისო დღეს უერთდება.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1985 წლის 17 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში ხაზი გაუსვა მოხალისეობრივი საქმიანობის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში და წევრ სახელმწიფოებს შესთავაზა ყოველწლიურად აღენიშნათ 5 დეკემბერი, როგორც მოხალისეთა საერთაშორისო დღე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თარიღი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ნაწილია, რომელშიც ათეა წევრ მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიურადაა ჩართული.