• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ნათია ღვინაშვილი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩაერთო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი, ასევე პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორი- ნათია ღვინაშვილი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გასვლით სესიაზე მიიწვიეს.

ორდღიანი შეხვედრა, რომელშიც პარლამენტის წევრებთან ერთად, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას, მუდმივმოქმედი საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მსჯელობას დაეთმო.

როგორც სესიაზე აღინიშნა, სამოქმედო გეგმა ქალთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებასა და ასევე, COVID-19 პანდემიის შედეგებთან გამკლავებაზე იქნება ორიენტირებული.

შეხვედრა, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დებატების ფონზე წარიმართა და საბჭოს სამომავლო საქმიანობებიც, სწორედ მონაწილეების კომპეტენტური და აქტიური ჩართულობის შედეგად გაიწერა.

ნათია ღვინაშვილმა საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენლებს აღნიშნულ პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და როგორც საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტის გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სამომავლოდ კიდევ უფრო პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებითა და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდისა (GGF) და შვედეთის სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

⇒ იხილეთ ფოტო გალერეა