• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ნათია ღვინაშვილმა მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა- ნათია ღვინაშვილმა, სამეგრელოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონების მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრებზე, რომლებიც გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ - ნინო წილოსანმა გახსნა, ნათია ღვინაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, აღნიშნული საბჭოს წევრმა - ხატია წილოსანმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელმა - ლელა აქიაშვილმა.

ნინო წილოსანმა, დამსწრე საზოგადოებას საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების საკითხებზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე, ასევე, გენდერული თანასწორობის მიმართულებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებზე იმსჯელეს.

ნათია ღვინაშვილმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ათეა-ს მიერ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია, ყოველთვის მზადაა აქტიურად ჩაერთოს და ხელი შეუწყოს პროცესებს, რომლებიც წევრი თვითმმართველობების მუშაობას, კიდევ უფრო ეფექტიანს და მოქნილს გახდის.

ზუგდიდსა და ბათუმში, გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, კოლეგებს მუნიციპალიტეტების წარმატებული გამოცდილება გაუზიარეს - ფოთის, ხობის, ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის, ასევე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და შუახევის გენდერული საბჭოების წარმომადგენლებმა, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

შეხვედრები, რომლებიც სამეგრელოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავდა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.


იხილეთ ფოტო გალერეა