• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

CEMR-მა ევროპულ ქარტიაზე  ხელმომწერ მუნიციპალიტეტთა ელექტრონული რუკა შეიმუშავა

ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭომ (CEMR), რომლის წევრიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) 2010 წლიდანაა, „ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპულ ქარტიაზე“  ხელმომწერ მუნიციპალიტეტთა ელექტრონული რუკა შეიმუშავა.

ონლაინ პლატფორმა  CEMR - ის წევრ ყველა იმ მუნიციპალიტეტს აერთიანებს, რომლებიც თანასწორობის ქარტიას სხვადასხვა დროს შეუერთდნენ და რომელთა შორისაც საქართველოს 21 თვითმმართველი ერთეულია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა მუნიციპალიტეტებმა თანასწორობის ევროპულ ქარტიას სწორედ ათეა-ს ადვოკატირებით  მოაწერეს ხელი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს გენდერული თანასწორობის პრინციპებისადმი ერთგულება და მხარდაჭერა საკუთარ თვითმმართველ ერთეულებში.

თანასწორობის ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერთა პლატფორმა, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციას, ხელმომწერებს შორის კარგი მაგალითების ურთიერთგაზიარებასა და დეცენტრალიზებული თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განვითარების წახალისებას ისახავს მიზნად.

 

დეტალური ინფორმაცია