• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

BPP პროგრამის კონკურსში, ერთ-ერთ თემას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება წარმოადგენს

საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის 2021-2022 წწ. კარგი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა)  მორიგ კონკურსს აცხადებს, რომლის ერთ-ერთ თემასაც  გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება წარმოადგენს.

აღნიშნული თემატიკის გარდა, საუკეთესო პრაქტიკების პროგრამის მმართველი კომიტეტის წარმომადგენლებმა, BPP პროგრამისთვის, შემდეგი თემები შეარჩიეს:   

-  მოქალაქეთა მონაწილეობა, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება;

-  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა;

-  სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები;

-  გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობის და კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის ხელშეწყობა;

-  მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვაში ხელშეწყობა;

-  ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა;

-  მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა;

-  ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია;

-  ადამიანის უფლებათა დაცვა ადგილობრივ დონეზე;

-  კერძო-საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე;

-  საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება;

-  ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა;

-  საკრებულოს მაღალი პოლიტიკური კულტურა, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოზე ეფექტიანი ზედამხედველობა და საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.

პროგრამის მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკონკურსო განაცხადების მიღების ვადად 2022 წლის 28 ნოემბერი განისაზღვრა.

კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები  საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებით და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მმართველი კომიტეტის მიერ, გამოვლინდებიან, რომლის შემაჯამებელი სხდომაც 2022 წლის 8 დეკემბერს გაიმართება.  

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია,  მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართება.

2021-2022 წლების კარგი პრაქტიკების კონკურსი  ევროკავშირის (EU), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ევროპის საბჭოს კონგრესთან პარტნიორობით ტარდება.

​საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.

ფოტო გალერეა