• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ქალთა საერთაშორისო დღე

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), ქალთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ.

როგორც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ -  ნათია ღვინაშვილმა აღნიშნა, ასოციაციის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის გენდერული თანასწორობის მიმართულებით მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა წარმოადგენს.

,,ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა ათეას უმთავრესი მიზანია. განვითარების საფუძველს კი, თანასწორობა წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც მუნიციპალიტეტების ქოლგა ორგანიზაცია, ჩვენი მანდატის ფარგლებში მივმართავთ მაქსიმალურ ძალისხმევას ადგილობრივ დონეზე თანასწორობის მისაღწევად. ამ მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამთავრობო უწყებებთან და ასევე, სამოქალაქო სექტორთან. მუდმივად ვახორციელებთ და ცხადია, მომავალშიც ვგეგმავთ არაერთ ღონისძიებას, რათა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ წევრი მუნიციპალიტეტები“- განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

8 მარტი, როგორც ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული პირველად - 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა. ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, “ტრაიენგლ შირტუეისტ” საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი იყო, რასაც 140-ზე მეტი ქალი ემსხვერპლა.

2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე კი, ქალთა საერთაშორისო დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ რეზოლუციას, ერთხმად დაუჭირეს მხარი.