საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), გენდერული თანასწორობის კვირეულს უერთდება.
როგორც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, „პროექტის-„გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა განაცხადა, წელს აღნიშნული კვირეულის მთავარ თემას „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“ წარმოადგენს და ორგანიზაცია, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს, უკვე აქტიურადაა ჩართული მიმდინარე ღონისძიებებში.
,,პროექტი - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“, რომელსაც ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN WOMEN) თანამშრომლობით ახორციელებს, რამდენიმე ძირითად პრიორიტეტს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვასა და ქალებისა და გოგოების მხარდაჭერას მოიცავს.
ჩვენ, როგორც მუნიციპალიტეტების ქოლგა ორგანიზაცია, გენდერული თანასწორობის კვირეულში ჩართვით, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მხარს ვუჭერთ იმ ღონისძიებებს, რომლებიც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული “, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
8 მარტი, როგორც ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული პირველად - 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა. ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, “ტრაიენგლ შირტუეისტ” საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი იყო, რასაც 140-ზე მეტი ქალი ემსხვერპლა.
2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორისო დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადებას.