• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა-ში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი ამოქმედდა

​საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ასოციაციაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 

​დოკუმენტის მიზანია ათეა-ში სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს  შექმნის ხელშეწყობა, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების განხორციელება და შემავიწროებლისთვის პროპორციული,  ადეკვატური და სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება.​

აღმასრულებელი საბჭოს წევრების მიერ სხდომაზე ასევე არჩეულ იქნა საჩივრების განმხილველი კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნულ პოზიციაზე ერთხმად დასახელდა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე. 

დოკუმენტის მოქმედება გავრცელდება როგორც ათეა-ს აპარატის თანამშრომლებზე, ასევე აღმასრულებელი საბჭოს წევრებზე.
 
აღნიშნული მექანიზმი შემუშავდა პროექტის –  “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში , რომელსაც ათეა გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.