,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ადვოკატირებით, დოკუმენტს ხელი მოაწერა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა.
ქარტიის ადვოკატირება პროექტის – “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ა.თ.ე.ა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანაშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ქარტია, რომელიც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, მუიციპალიტეტების მიერ ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.
საქართველოში აღნიშნული ქარტიის ხელმომწერი სულ 31 თვითმმართველი ერთეულია, თუმცა დოკუმენტთან მიერთების მზადყოფნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმაც გამოთქვეს.