• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0108, ვ. სარაჯიშვილის ქ.3
    gender@nala.ge

ა.თ.ე.ა.-ს პრეზიდენტის, კახა კალაძის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შესახებ

კახა კალაძე: როგორც დედაქალაქის მერი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ვუერთდები გლობალურ 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას, ძალადობის ყველა ფორმის აღკვეთას და ქალებისადმი უსაფრთხო, თანასწორი გარემოს შექმნას. ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის არის დიდი გამოწვევა. სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით საერთაშორისო ძალიხსხმევა მნიშვნელოვანია.

მხოლოდ საერთო ძალით არის შესაძლებელი, შევქმნათ გარემო, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა იქნება მკაფიოდ მიუღებელი. ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერების და ძალადობის მსხვერპლთათვის მხარდაჭერის სისტემების გაუმჯობესების კუთხით. რასაკვირველია, ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოების უფრო მჭიდრო თანამშრომლობით.

​საჭიროა გავაცნობიეროთ თითოეული მოქალაქის როლი ძალადობის პრევენციასა და ადამიანის უფლებების დაცვაში, რათა შევქმნათ უსაფრთხო, სამართლიანი და თანასწორი გარემო ყველასთვის.