საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება.
1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს, რომელიც, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს ეხება.
აღნიშნულ დოკუმენტში, ცალსახადაა გათვალისწინებული, ძალადობის, ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და სხვა უფლებების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა.
შესაბამისად, დეკლარაციის მიღების თარიღი, ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.