საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი, ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან და მის მოადგილესთან - ნათია ღვინაშვილთან ერთად ბიუჯეტირების საერთაშორისო ექსპერტს - შილა ქუინსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელს - გიორგი ნასრაშვილს შეხვდა.
მხარეებმა, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა მექანიზმების დანერგვაზე და გენდერული გავლენის შეფასებასზე, ასევე რეგიონული განვითარებისთვის გენდერული ბიუჯეტირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ათეა-ს ჩართულობით რეგიონებში ტრენინგებს გამართავენ და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გენდერული ბიუჯეტირების პრინციპებს გააცნობენ.