• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართული კამპანიის ფარგლებში ღონისძიებებს განაგრძობს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ღონისძიებებს განაგრძობს.

ორგანიზაციის ინიციატივით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს ინფორმაციული ხასიათის ბეჭდური მასალა გაეგზავნა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ასოციაცია ასევე ჩართულია სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერების ხელშეწყობას, ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაციასა და საზოგადოებისთვის პრევენციის მექანიზმების გაცნობას გულისხმობს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება.