• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ქალთა სოლიდარობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ათეა-ს ვიცე - პრეზიდენტის, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე - პრეზიდენტის - თამარ ტალიაშვილის ინიციატივით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

ღონისძიებას, რომელიც ქალთა სოლიდარობის თემას დაეთმო, საქართველოს ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე ქალების მხრიდან ქალთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ქალთა სოლიდარობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც განაპირობებს საქართველოს პროგრესს. ძლიერი ქალის გარეშე ძლიერი საქართველო წარმოუდგენელია,’’- განაცხადა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

შეხვედრაში, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოეწყო, ასევე სხვადასხვა პროფესიის ქალბატონებმა მიიღეს მონაწილეობა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და ის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას ისახავს მიზნად.

აღნიშნული კამპანია 10 დეკემბერს სრულდება.

იხილეთ ფოტო გალერეა