• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა-მ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ევროპული ქარტიის ადვოკატირების პროცესი დაასრულა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) ევროპული ქარტიის ადვოკატირების პროცესი აღმოსავლეთ საქართველოშიც დაასრულა და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი მოიცვა.

ღონისძიებებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, პროექტის - „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში მოეწყო, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და აღნიშნული პროექტის კოორდინატორი - ნათია ღვინაშვილი უძღვებოდა.

დასავლეთ საქართველოსა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებთან შეხვედრების შემდეგ, ნათია ღვინაშვილმა აღნიშნული ღონისძიებები კახეთის მხარის, შიდა ქართლის, სამცხე -ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ და გენდურული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან გამართა.

ათეა-ს აღმასრულებელი დირქტორის მოადგილემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შექმნილ დოკუმენტზე მიაწოდა ინფორმაცია.

ნათია ღვინაშვილის განმარტებით, პროექტი რეგიონებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელების მიზანს ემსახურება.

ღონისძიებებზე, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს და მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების მიერ განსახორციელებელი აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრები, პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვების გამო, რეგულაციების გათვალისწინებით, ღია სივრცეში და ონლაინ რეჟიმში წარიმართა.

პროექტი, რომელიც ათეა-ში გენდერული თანასწორობის პლატფორმის გაძლიერებასა და ათეა-ს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შექმნას, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავებასა და ასევე, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ მათი მიერთების ადვოკატირებას გულისხმობს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.

 

►იხილეთ ფოტო გალერეა