15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) სოფლად მცხოვრებ ქალებს, მათი სახელობის დღეს ულოცავს და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებს.
სოფლად მცხოვრები ქალების დღე პირველად 2008 წლის 15 ოქტომბერს აღინიშნა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.