• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა-ს გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭომ პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის გენდერული თანასწორობის პლატფორმის ფარგლებში შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ პირველი სხდომა გამართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობდა, იმ ძირითად პრინციპებზე იმსჯელეს, რომლებიც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მიმართულებით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას გულისხმობს.

როგორც თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული საბჭო ათეა-ს პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის - კახა კალაძის ინიციატივით შექმნილი გენდერული თანასწორობის პლატფორმის მოტივის საფუძველზე ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით განსახორციელებლ ღონისძიებებზე იმსჯელეს და უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს.

სხდომას, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა, მისი მოადგილე - ნათია ღვინაშვილი და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

იხილეთ ფოტო ალბომი

იხილეთ ვიდეო