საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართულ 16 დღიან კამპანიას და მიესალმება იმ ღონისძიებებს, რომლებიც მსოფლიოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ქალთა და გოგონათა მხარდასაჭერად ხორციელდება.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ასოციაცია ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, რომლებიც გენდერული ძალადობის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერების ხელშეწყობას, ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაციასა და საზოგადოებისთვის პრევენციის მექანიზმების გაცნობას ისახავს მიზნად.