• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ნათია ღვინაშვილმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ორგანიზებული ორდღიანი სემინარი, რომელიც გუდაურში გაიმართა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მონაწილეებმა საქართველოში გენდერული სტატისტიკის, გენდერული ინდიკატორების მიმოხილვის, გენდერული სტატისტიკის მონაცემების გამოყენების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების სფეროში საქართველოს ვალდებულებების შესახებ იმსჯელეს და პრაქტიკული დავალებები შეასრულეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერების ხელშეწყობას, ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაციასა და საზოგადოებისთვის პრევენციის მექანიზმების გაცნობას გულისხმობს.

 

იხილეთ ფოტო გალერეა