• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ტენდერი საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პარტნიორობით,  ევროპის საბჭო საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით,  ტენდერს აცხადებს.

გასაწევი მომსახურება, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარებას და ასევე,  ადამიანის უფლებების შესახებ ადგილობრივი ინიციატივების განხორციელებასა და მონაცემთა შეგროვების გზით მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ექსპერტულ მხარდაჭერას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ  ტენდერი ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმისა და ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის -„მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში ცხადდება.

მომსახურების დაწყების სავარაუდო თარიღია 2021 წლის 18 ნოემბერი.

ტენდერის აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა: 7 ნოემბერი 2021.

სატენდერო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.


იხილეთ ბმული 1

იხილეთ ბმული 2