• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამა“

თემატიკა

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა.

აღწერა

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმედგ ბრძოლა ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია, 2015 წლიდან განხორციელდა არაერთი აქტივობა, რომელიც ძირითადად საინფორმაცო ხასიათის მატარებელი იყო. 2022 წლიდან ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის (შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოსა ან/და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის  საკითხებზე  მომუშავე უწყებათაშორისი გადაწყვეტილებით) მქონე პირთა  ფინანსურ დახმარებას (400-800)  (ორასი-რვაასი) ლარის ოდენობით,

სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად, ასევე საჭიროების შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დროებით (სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად)  ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას. 

საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიას, რომლის ქვე-აქტივობებია: 

1. არა ძალადობის კამპანია - ინფორმირებულობის გაზრდა ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების შესახებ;

2. ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები -  საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება ნაადრევი ქორწინების შესაძლო რისკებზე და უარყოფით მხარეებზე.

 

3."ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე"- მიზანი: ხაზგსამა, რომ ადამიანები თანასწორი ვართდა ყველას გვაქვს თანასწორი უფლებები მიუხედავად იმისა, რომელ სტრუქტურას წარმოვადგენთ, რომელაღმსარებლობას მივყვებით, რა ენაზე ვმეტყველებთ, და ა. შ. ბალანსი ორ მნიშვნელოვან ამოცანას შორის:  ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა და ეს არის ადამიანის დაცვა“;

4. ,,ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!“ - მსოფლიო გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ- ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე ინფორმაცის მიწოდება ტრენინგები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მასწავლებლებისთვის დაუფროსკლასელი მოსწავლეებისთვის.

5. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ/სემინარების ჩატარება ტრენინგები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქალებისა და გოგონებისთვის.

 

 

განმახორციელებელი ორგანიზაცია

ქედის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციული სამსახური/ქალთა ოთახი

გამოწვევა

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ოჯახში ყოველი მე-11 ქალი ძალადობის მსხვერპლია და ქალთა 35% აცხადებს რომ განუცდია მეუღლის მხრიდან მაკონტროლებელი ქცევა.

საზოგადოების  სტერეოტიპული დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ.  

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2020-2021 წლებში ქალთა მიმართ ან/და ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ გამოცემული იქნა 43 შემაკავებელი ორდერი.

გადაჭრის გზა

   პროგრამის ფარგლებში ,,ქალთა მიმართ ძალადობის“  16 დღიანი კამპანიის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებები,  რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება.

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა  ფინანსურ დახმარება

საჭიროების შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დროებით (სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად)  ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავება.