ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.
მიუხედავდ ქვეყანაში და მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული გარკვეული პროგრესისა, დღის წესრიგში მაინც რჩება ისეთი პრობლემები როგორიცაა, ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ოჯახის ეკონომიკურ საქმიანობებში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობა და ა.შ. გენდერული თანასწორობის მიღწევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების/წახალისების გარეშე შეუძლებელია.
დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგში სულ უფრო აქტუალური ხდება ეკონომიკურ აქტივობებში ქალთა ჩართულობის საკითხი. უდავოა რომ გენდერული თანასწორობა დემოკრატიული პროცესებისა და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, ვინაიდან იგი დასაქმების, შემოსავლების ზრდისა და საყოველთაო კეთილდღეობის დამკვიდრების საფუძველია.
აღნიშნული პროცესების გათვალისწინებით ქედის მუნიციპალიტეტის ინიციატივით 2022 წლიდან დაიწყო "ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" მუნიციპალური პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია: მუნიციპალურ დონეზე მეტი ჩართულობისა და გააქტიურებისთვის ზრუნვა, მოსახლეობის შესაძლებლობებსა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ აქტიურობას, ეს იქნება სტიმული/წახალისება და მაგალითი სხვა ქალებისთვის, რათა უფრო გააქტიურდნენ და მიიღონ მონაწილეობა არა მარტო მუნიციპალიტეტის პროგრამებში, არამედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტებში.
პროგრამა მიზნად ისახავს:
- ქალთა გაძლიერებას, ადგილზე საკუთარი საქმის წამოწყების შესაძლებლობას.
"ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" პროგრამა შემუშავებულია ქედის მუნუციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედოს გეგმის შესაბამისად.
ქედის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციული სამსახური/ქალთა ოთახი
ქვეყანაში გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების მიუხედავად საჭიროა დამატებითი აქტივობების განხორციელება, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ადგილობრივ დონეზე, ეკონომიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გააქტიურება და ქალთა ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობების გაზრდა.
პროგრამის მეშვეობით განხორციელდება - ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №10 დადგენილება