ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.
ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს თანამედროვე საზოგადოებაში. შუახევის მუნიციპალიტეტში, წლების განმავლობაში, დაბალი იყო მოსახლეობის ჩართულობის დონე, განსაკუთრებით ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, რაც აისახებოდა იმ ფაქტზე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არ გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ჩართულობის მექანიზმები.
მიუხედავად განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, დღემდე გამოწვევად რჩება ქალების საზოგადოებრივი აქტივობის ხარისხი და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, მნიშნელოვან როლს თამაშობს ქალების ჩართულობაში ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში.
2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ამოცანა 3.1-ში „ადგილობრივ დონეზე მართვისა და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა“, აღნიშნულია, რომ რეფორმის დღის წესრიგი ითვალისწინებს ქალთა აქტიურ მონაწილეობის გაზრდას, როგორც არჩევით თანამდებობებზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისების მომხმარებელთა შორის. ეს ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდასა და ადგილობრივი სერვისების ჩართულობის გაფართოებას, რაც ქალებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებრივ დებატებში მონაწილეობისათვის.
დამატებით, საქართველომ გამოთქვა მზაობა ჩაერთოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში, კერძოდ, მე-16.7 მიზანი, რომელიც გულისხმობს თანამონაწილეობით და ინკლუზიურ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უზრუნველყოფას მმართველობის ყველა დონეზე. სადაც უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ყველა ჯგუფის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს კი თავისთავად გულისხმობს ქალთა ჩართულობას და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.
შუახევის მუნიციპალიტეტი, როგორც აჭარის რეგიონში, ასევე საქართველოს მასშტაბით, პირველი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ადგილობრივი ბიუჯეტის ინოვაციური პროგრამა „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება“ შეიმუშავა. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის და ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ ქალებსა და ქალთა საინიციატივო ჯგუფებს მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი იდეები რეალობად აქციონ.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია. მუნიციპალური სერვისი ღია სივრცე საზოგადოებისათვის ,,ქალთა ოთახი“.
ქალთა მდგრადი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში და მათი სოციალურ-ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი ადგილობრივ დონეზე კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც იწვევს გენდერულ უთანასწორობას. გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი შედეგი არის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა.
ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება კი ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებაა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველი მე-7 ქალიდან 1 მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.
პირველ რიგში მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშავოს გენდერული თანასწორობის სტრატეგიული დოკუმენტი.წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები (კონკრეტული მუნიციპალიტეტისათვის სპეციფიკური ფაქტორების ჩათვლით); სწორად შერჩეული სეგმეტი, ხელმძღვანელი პირების ინტერესი და მხარდაჭერა, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების დამოკიდებულება და მიდგომა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, სოფლად მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა, ქალები, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი წევრების განვითარების ხელშეწყობა, სტიმული, მოტივაცია და მაგალითი სხვა ქალებისთვის, რათა უფრო მეტად გააქტიურდნენ და მიიღონ მონაწილეობა არა მარტო მუნიციპალიტეტის მერიის მიზნობრივ პროგრამებში, არამედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და დონორების მიერ გამოცხადებულ პროექტებში თავიანთი იდეების განსახორციელებლად. აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთ მიზანი კი დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებას წარმოადგენს, რომლის მიმართულებით პირველი ქმედითი ნაბიჯები გადადგმულია.გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ,,ქალების და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ პროექტის ფარგლებში მონაწილე ქალებმა და ახალგაზრდებმა გაიარეს სასწავლო კურსი შემდეგ თემებზე: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიების და ფორმების, პეტიციის მომზადების და წარდგენის, ბიუჯეტირების პროცესი და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, საპროექტო იდეების და ბიზნეს-იდეების შემუშავება. -განხორციელებული იქნა ქალთა საჭიროებების კვლევა და რომლის ფარგლებში მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი. -პროექტის ფარგლებში შემუშავებული იქნა ოთხი პეტიცია, აქედან ორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარსადგენად, ორი კი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.პეტიციის მიზანია აჭარის მაშტაბით აღნიშნული პროგრამა ყველა მუნიციპაიტეტში, რომ დაინერგოს და განხორციელდეს.
პროგრამა ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში დამწყები, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, მეტი ბიზნეს იდეის, მეწარმე ქალის და სამუშაო ადგილების გაჩენას, სოფლად დაწყებული მიგრაციის შეჩერებას, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებას და გაძლიერებას. თანაბარ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მმართველობას, მეტ კონკურენტუნარიანობას და დასაქმებას, ასევე ქალთა თანაბარი უფლებების და გაძლიერების მხარდაჭერას, რომელმაც ეფექტური შედეგი გამოიღო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 7 ბიზნეს-იდეა იქნა დაფინანსებული. პროექტი გულისხმობს მცირე და დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალების და ქალთა საინიციატივო ჯგუფებითვის, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ერთი პროექტი არა უმეტეს 5 000 ლარით იქნება დაფინანსებული, გამარჯვებული პირის თანამონაწილეობით. პროექტის სრული ბიუჯეტი: 15 000 ლარი.
დაფინანსებული იქნა შემდეგი სახის პროექტები: ჟოლოს ბაღის მოვლა შენახვისთვის სარწყავი-წვეთოვანი სისტების მოწყობილობა, ლაზერული ჭრისა და გრანვირების დანადგარის შეძენა ხელნაკეთი დეკორაციების, ორიგინალური და განსხვავებული ნივთების შესაქმნელად, წარმოებისა და სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით, სოფელ ბრილში, თიხის სახელოსნოს ,,ბრილი - არტის“ მოწყობა, მცირე საოჯახო მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით ხილის საშრობი დანადგარის და მცირე ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის ინკუბატორის დანადგარის შეძენა, საოჯახო ტიპის სასტუმროს განვითარება და საკონდიტო საწარმოს გახსნა დაბა შუახევში.
ასევე, აღსანიშნავია ინიციატივის მდგრადობა. ა) პროექტის შედეგად მუნიციპალური სერვისის მიწოდებაში ასახული ცვლილება; მუნიციპალურ სერვის საკონსულტაციო, ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახს“ აღნიშნული პროგრამით დაემატა მიმართულება: ქალთა სამეწარმეო/მცირე ბიზნეს საქმიანიბაში ჩართულობა. ბ) პროექტის შედეგად ადგილობრივ ბუჯეტში ასახული ცვლილება; პროექტის შედეგად ადგილობრივ ბიუჯეტში გაჩნდა ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, გააქტიურების, მხარდამჭერის მიზნობრივი პროგრამა. გ) მოსახლეობის მხარდაჭერა; მოსახლეობის მზაობა და სურვილი დიდია აღნიშნული პროგრამასთან დაკავშირებით. დ) შეტანილია თუ არა პროექტი მომავალი წლის ბიუჯეტში; პროექტი გათვალისწინებულია 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, გაზრდილი თანხით.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N06-442 09/08/2021 ,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ შუახევის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. -შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N06-118 12/03/2021 ,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ შუახევის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. -შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N06-111 05/03/2021 ,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ შუახევის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის დებულებისა და სამუშაო ფორმების დამტკიცების შესახებ.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. რუსუდან შავაძე. ელ-ფოსტა:rusoruso1975@gmail.com. თამილა ფუტკარაძე, ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული საკითხებში. ელ-ფოსტა : tamila.futkaradze2010@gmail.com
იხილეთ ერთ-ერთი დაფინანსებული ახალგაზრდა მეწარმე გოგოს შესახებ სიუჟეტი: https://www.facebook.com/batumelebi/posts/1833861366813582