ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი აქტიურად იბრძვის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.
2018 წლის 2 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაარსდა გენდერული თანასწორობის საბჭო, და ამავე დღეს დამტკიცდა მისი დებულება. საბჭოს მთავარი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გენდერული ანალიზის ჩატარება და გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა.
ამჟამად მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგის მოდულის შემუშავება საბჭოს წევრებისთვის. ტრენინგების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დამოუკიდებლად ჩაატარონ ტრენინგები ადგილობრივ მოსახლეობას და გაავრცელონ ცნობიერება გენდერული უთანასწორობის შესახებ.
გენდერული თანასწორობის საბჭომ შეიმუშავა გეგმა, რომელიც მოიცავს საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირების, ასევე განათლების, ცნობიერების ამაღლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში საქმიანობის გაფართოებას.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უკვე არსებობს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი, რომელშიც 5000 ლარი ეთმობა ძალადობის მსხვერპლი ქალების საცხოვრისით უზრუნველყოფას.
ამასთანავე, ბიუჯეტში არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც შეეხება ძალადობის მსხვერპლი ქალების საცხოვრისით უზრუნველყოფას, კერძოდ ბინის ქირის გადახდას. ამ დროისათვის მოსახლეობაში აღინიშნება გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლება. წარმატებით დაასრულეს ტრენინგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ მომზადდა ტრენერთა ტრენინგის მოდული. ტრენინგების დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საზოგადოებისათვის გადმოსცენ სასარგებლო ინფორმაცია და ხელი შეუწყონ ქალთა საკითხებზე ცნობიერების ზრდას.
ამ პრაქტიკის წარმატება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შექმნილია პლატფორმა, სადაც შესაძლებელია ქალთა საკითხების წამოჭრა და ინტერვენცია. ეს ინსტიტუტი აერთიანებს სპეციალისტებს, რომლებიც ქალთა საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის ცოდნას ფლობენ და მზად არიან თავიანთი გამოცდილება გაზიარონ. ამ ეტაპზე, კადრები არიან მომზადებული, რომლებიც ქალთა საკითხებზე მუშაობას შეძლებენ და ამ ცოდნას სხვებსაც გაუზიარებენ. ამგვარად, მთლიანად მუნიციპალიტეტში გენდერული საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლება შემდგომში კიდევ უფრო გაიზრდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. გენდერული თანასწორობის საბჭო
გენდერული უთანასწორობა საქართველოში დღემდე გამოწვევად რჩება. გენდერული უთანასწორობის შედეგია ოჯახში ძალადობა და გახშირებული ქალთა მკვლელობები. 2018 წელს კახეთში ოჯახური დანაშაულის 300 მდე შემთხვევა დაფიქსირდა. სულ საქართველოს მასშტაბით კი 5522 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად საქართველოში ყოველი მე-7 ქალიდან 1 მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. გაზრდილი მიმართვიანობის მიუხედავად, დიდია იმ ქალთა რიცხვი, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს. კახეთის რეგიონში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ცნობიერების დაბალი დონე აქტუალური პრობლემაა. მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლი ქალების პრობლემა, როდესაც მოძალადის სახლიდან წამოსვლის შემთხვევაში ისინი უსახლკაროდ რჩებიან. საცხოვრებლის არქონა ხშირად აიძულებთ მსხვერპლებს დარჩნენ მოძალადესთან და აიტანონ ფიზიკური თუ სხვა ტიპის ძალადობა.
არსებულ გამოწვევას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნით უპასუხა. საბჭო დაარსდა 2018 წლის 2 თებერვალს, ამავე დღეს დამტკიცდა მისი დებულება. საბჭოს ძირითადი მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გენდერული ანალიზის განხორციელება და გენდერული თანასწორობის მისაღწევად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
გენდერული თანასწორობის საბჭომ შეიმუშავა გეგმა, რომელიც მოიცავს საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირების, ასევე განათლების, ცნობიერების ამაღლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში საქმიანობის გაფართოების საკითხებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უკვე არსებობს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი, რომლის ნაწილი (5000 ლარი) ძალადობის მსხვერპლი ქალების საცხოვრისით უზრუნველყოფას ეთმობა.
ასევე, ბიუჯეტში არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალების საცხოვრისით უზრუნველყოფას (ბინის ქირის გადახდას) ეხება.