• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

„მრავალშვილიანი ოჯახების მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამა

თემატიკა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.

აღწერა

საქართველოში არსებული მძიმე დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2005 წლიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროგრამა „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება,“ რომლის ფარგლებშიც ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მიეწოდებოდა მატერიალური დახმარება.

2002-2018 წლებში ქუთაისის მოსახლეობა 182.4 ათასიდან 141 ათასამდე შემცირდა, რაც 23%-იან კლებას შეესაბამება. საერთაშორისო კვლევების (UNICEF) მიხედვით, ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლები განაპირობებს 0-16 წლის ასაკის ბავშვების ნაწილობრივ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრებას. ეს ვითარება ზრდის მიუსაფარი, ქუჩაში მცხოვრები და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რიცხვს. მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანი ბავშვები ამ რისკჯგუფში განსაკუთრებით მოხვედრის საფრთხის ქვეშ არიან. ამ ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება პირდაპირ აისახება მათი შვილების კეთილდღეობაზე, მათ შორის ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და კვებაზე.

პროგრამის მთავარი მიზანი წლების განმავლობაში ქუთაისის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. მიუხედავად ამისა, პერიოდულად იცვლებოდა სამიზნე ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმები, დახმარების ფორმები და რაოდენობა.

2018 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტმა განახორციელა „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამის რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რის შემდეგაც პროგრამის მიზანი განისაზღვრა ახალი ფორმულირებით: მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა მათი ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.

2019 წელს, მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების მიზნით, ბიუჯეტში გაჩნდა ახალი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების ან არსებული საქმიანობის გაფართოებისთვის თანადაფინანსებას.

ამ ინიციატივის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა გენდერული განზომილება. მრავალშვილიანი დედების ჩართულობა პროექტში მათ დამოუკიდებლობას და ავტორიტეტის ამაღლებას უწყობდა ხელს ოჯახში. ამასთან, ინიციატივა მიზნად ისახავდა მშობლებისთვის საკუთარი თავის ნდობის გაძლიერებას, მოტივაციის ამაღლებას და მათთვის ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას მცირე ბიზნესის მართვის მიმართულებით.

ტრენინგის საშუალებით მონაწილეებმა შეიძინეს ბიზნესგეგმების წერისა და მცირე ბიზნესის მართვის საფუძვლები.

პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეულ იქნა 7 გამარჯვებული, მათ შორის 6 მრავალშვილიანი დედა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, რომ გამარჯვებული ბიზნესგეგმები დაფინანსებულიყო აღჭურვილობის შეძენის სახით, და არა პირდაპირი თანხების გადაცემით, რაც პროექტის მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევას შეუწყობდა ხელს.


 

განმახორციელებელი ორგანიზაცია

ქუთაისის მუნიციპალიტეტი

გამოწვევა


მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო დონეზე არსებული ფაქტორები გარკვეულ გავლენას ახდენენ „მრავალშვილიანი ოჯახების მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამის განხორციელებაზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოს ჩართულობა მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერების პროცესში. 2019 წელს პირველად განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, თუმცა ამ ნაბიჯს სოციალური პროექტების დანერგვა არ მოჰყოლია.

ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა, მძიმე დემოგრაფიული მონაცემები და გაზრდილი მიგრაციის მაჩვენებლები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდების საჭიროებას აჩენს.

გადაჭრის გზა

პროგრამის მეშვეობით გარხორციელდა- პროგრამაში მონაწილე ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება;
ბიზნესის გაფართოება და მომსახურების მრავალფეროვნების გაზრდა;
დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, რაც გამოიხატა არა მხოლოდ მრავალშვილიანი ოჯახების მშობლების, არამედ მათი სრულწლოვანი შვილების ბიზნესში ჩართვით.

 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ხორციელდება არა ერთჯერადად, არამედ გრძელვადიანპერსპექტივაზე გათვალისწინებით.
 სოციალური სამუშაოს წარმატებით განხორციელების და შესაბამისი კადრის მომზადების მიზნით, ხორციელდება თანამშრომლების ჩართულობა სპეციალურ ტრენინგებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

 ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე- ნინო თვალთვაძე, ელექტრონული ფოსტა - nino.tvaltvadze@kutaisi.gov.ge

 

ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი-იოსებ ჩიჯავაძე, ელექტრონული ფოსტა: socialuri.kutaisi@kutaisi.gov.ge


სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი-ნინოჭიღლაძე, ელექტრონული ფოსტა: nchighladze@ssa.gov.ge