• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია

თემატიკა

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება.

აღწერა

გენდერული თანასწორობის საკითხები არამხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, არამედ გლობალური პრობლემაა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში პროგრესი აშკარაა. ქალთა უფლებები დღეს წინ არის წამოწეული და მათ უკვე იციან თავიანთი უფლებები, საუბრობენ ხმამაღლა და უზიარებენ გამოცდილებას სხვა ქალებს. 2015 წელს, როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური დაცვის პროგრამაში გაჩნდა კოდი - ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის პროგრამა (ქვეყნის მასშტაბით პირველად აისახა მუნიციპალურ ბიუჯეტში) ჯერ კიდევ ერიდებოდნენ მომართვიანობას საზოგადოებაში არსებული სტიგმიდან გამომდინარე. 2015, 2016 და 2017 წელს მერიას ჯამში მიმართა მხოლოდ 8 ბენეფიციარმა. 2018-19-20 წელს კი 109 ძალადობის მსხვერპლმა. ეს მონაცემები(იხილეთ დიაგრამა) არ ნიშნავს, რომ ძალადობის ფაქტები გაიზარდა და მანამდე არ ხდებოდა ძალადობა მუნიციპალიტეტში. ეს საინფორმაციო კამპანიების, უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შედეგია. აქედან გამომდინარე, მომართვიანობაც გაიზარდა. დღესდღეობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობის კუთხით, რომელსაც ახორციელებს სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება, მერის ბრძანებით დანიშნული გენდერზე პასუხისმგებელი პირი, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანოებით დაკომპლექტებული უწყებათაშორისი კომისია, რომელიც პირველად დაინერგა ზუგდიდში.

განმახორციელებელი ორგანიზაცია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

გამოწვევა

გენდერული თანასწორობის საკითხები არამხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, არამედ გლობალური პრობლემაა.

ძალადობის მსხვერპლთა ნაკლები მომართვიანობა, საზოგადოების სტიგმიდან გამომდინარე. 2015, 2016 და 2017 წელს მერიას ჯამში მიმართა მხოლოდ 8 ბენეფიციარმა. 

COVID 19-ით გამოწვეული პანდემია, რომელმაც დაგეგმილი შეხვედრების მოწყობას გარკვეულ წილად ხელი შეუშალა და მოქალაქეთა აქტივობა შეამცირა. 

გადაჭრის გზა

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საბჭო , განისაზღვრა „ზუგდიდის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა“  ამავე პერიოდისათვის დამტკიცდა „ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლოკალიზაციის„საგზაო რუკა“ . 2019 წლის ბოლოს (სექტემბერი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილებას დაემატა გენდერული თანასწორობის საკითხების ხელშეწყობის ფუნქცია. შესაბამისად, შეტანილ იქნა ცვლილებები სამსახურის დებულებაში და გადანაწილდა ფუნქციები განყოფილების თანამშრომლებს შორის . ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დაინიშნა გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი . შემუშავებულ იქნა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის 2020 წლის სამოქმედო გეგმა“, ხოლო, შემდეგ „სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების მიერ 2020 წელს გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელებული მუშაობის ანგარიში“, ასევე, „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ ფარგლებში ეროვნული სამოქმედო გეგმის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლოკალიზაციის „საგზაო რუკა“ ფარგლებში 2019-2020 წლებში განხორციელებული აქტივობები“ 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია პირველია, რომელმაც ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით შექმნა უწყებათაშორისი კომისია.

ასევე სოციალური დაცვის პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი და ახალშობილთა უმწეო ოჯახების, მარტოხელა მშობლის, ტყუპების შეძენის შემთხვევაში, დედ–მამით ობოლი ბავშვების და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერად დახმარებას, კონკრეტულად: 800 ლარამდე ერთჯერადი ფულადი დახმარება – სტატუსის მქონე ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისათვის.

სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა • 100 ლარიანი ყოველთვიური ფულადი დახმარება ბინის დროებით დასაქირავებლად – საკუთარი საცხოვრებლის არმქონე უმწეო პენსიონერების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლების (სტატუსის მქონე) და მოხუცების, მარჩენალდაკარგული პირების (რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები), მრავალშვილიან და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისათვის, რომლებსაც შეექმნათ განსაკუთრებით მძიმე პირობები (სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე). 

კრიზისული ცენტრი; მერიის მხარდაჭერით შეიქმნა ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი, რომელიც მართვის უფლებით გადაეცა არასამთავრობო ორგანიზაციას 2021 წლიდან კრიზისული ცენტრი იფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, როგორც მერიის სოციალური პროგრამა ხანდაზმულთა დღის ცენტრი;
➢ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი;
➢ სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა
ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების
პროგრამა;
➢ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის მაღალი რისკის 25-70 წლის ქალებში. 

საკონტაქტო ინფორმაცია

 გოგი რევია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი.   gogirevia@gmail.com

 თამარ ჩიქავა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი. tamarachikava@gmail.com