• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ქალთა მიმართ ძალდობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია - რა კეთდება საქართველოში ქალებისადმი ძალადობის აღმოსაფხვრელად

ქალთა მიმართ ძალდობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია - რა კეთდება საქართველოში ქალებისადმი ძალადობის აღმოსაფხვრელად

მთელ მსოფ­ლი­ო­ში 1991 წლი­დან ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ16-დღი­ა­ნი კამ­პა­ნია იმარ­თე­ბა, რო­მე­ლიც 25 ნო­ემ­ბერს - ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­ფხვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს იწყე­ბა და 10 დე­კემ­ბერს - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს სრულ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოც. და­იხ­ვე­წა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთათ­ვის შე­იქ­მნა და­მა­ტე­ბი­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­რან­ტი­ე­ბი და გაძ­ლი­ერ­და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, პრობ­ლე­მა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რა­საც კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს პან­დე­მი­ის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი.

და­ვინ­ტე­რეს­დით თუ რა კეთ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცალ­კე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში და აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გთა­ვა­ზობთ სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (NALAG) აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ასე­ვე პრო­ექ­ტის "გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რის - ნა­თია ღვი­ნაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნა­თია, თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია 2004 წლი­დან აერ­თი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ყვე­ლა ერ­თე­ულს და იცავს მათ ინ­ტე­რე­სებს ეროვ­ნულ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, ასე­ვე ხელს უწყობს ად­გი­ლობ­რი­ვი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის მო­ხე­ლე­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. რას აკე­თებს ასო­ცი­ა­ცია გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია წარ­მა­ტე­ბით თა­ნამ­შრომ­ლობს მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არა­ერთ ევ­რო­პულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან. უკვე 16 წე­ლია, რაც ათეა ხელს უწყობს ად­გი­ლობ­რი­ვი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და წევ­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტის შე­სა­ბა­მი­სად ახორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ჩვენ­თვის, ისე­ვე რო­გორც, მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის, ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ნა­კის­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მათი შეს­რუ­ლე­ბა.

სწო­რედ ამ მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის - კახა კა­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ათეა-ში შე­იქ­მნა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პლატ­ფორ­მა, რომ­ლის მი­ზან­საც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის კი­დევ უფრო მე­ტად გაძ­ლი­ე­რე­ბა და ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხელ­შემ­წყო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­და.მან­ვე გა­აჟ­ღე­რა ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ასო­ცი­ა­ცი­ამ, რო­გორც თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბელ­მა ქოლ­გა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა,

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ.2010 წლი­დან ასო­ცი­ა­ცია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლია ევ­რო­პის რე­გი­ონ­თა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თა საბ­ჭო­ში (CEMR), რო­მე­ლიც, უძ­ვე­ლე­სი და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი რე­გი­ო­ნუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­აა და 41 ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს.აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან, სწო­რედ ათეა წა­რად­გენს ჩვენს ქვე­ყა­ნას და შე­სა­ბა­მი­სად, CEMR-თან ძა­ლი­ან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვა­კავ­ში­რებს.CEMR-ის რე­კო­მენ­და­ცი­ი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, 4-მა ქარ­თულ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა ახლო წარ­სულ­ში ხელი მო­ა­წე­რა ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას ად­გი­ლობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ, რი­თაც და­ა­დას­ტუ­რა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვის მზა­ო­ბა და მხარ­და­ჭე­რა სა­კუ­თარ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თა და რე­გი­ონ­თა საბ­ჭოს მიერ, 2006 წლის მა­ის­ში შე­იქ­მნა, ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სის დამ­კვიდ­რე­ბა­სა და ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სა­კუ­თა­რი იუ­რის­დიქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად და მას ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის უამ­რა­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი აწერს ხელს.

ქარ­ტი­ის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გაც­ნო­ბა, პირ­ვე­ლად, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მისი ქარ­თულ ენა­ზე ადაპ­ტი­რე­ბის დროს, ნორ­ვე­გი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და ქარ­ტი­ის სა­კი­თხებ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის 400-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­და­ვამ­ზა­დეთ. თა­ვად დო­კუ­მენ­ტი კი, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში იქნა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ამით არ დაგ­ვის­რუ­ლე­ბია ად­ვო­კა­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი და დო­კუ­მენ­ტი ამ­ჯე­რა­დაც და­ი­ბეჭ­დე­ბა პრო­ექ­ტის „გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“ ფარ­გლებ­ში, რის შემ­დე­გაც კვლავ გა­იგ­ზავ­ნე­ბა ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.ასე­ვე, ვმუ­შა­ობთ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ქარ­ტი­ა­ზე ხელ­მომ­წე­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­დოს და სხვა თვით­მარ­თვე­ლო­ბებ­მაც გა­დად­გან ეს ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­ი­მარ­თა არა­ერ­თი სე­მი­ნა­რი თუ კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლე­ბიც სწო­რედ გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის აღ­მო­ფხვრის მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ნერგვა­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.მათ შო­რის გა­მოვ­ყოფ­დი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ორ­დღი­ან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სა­კო­ორ­დი­ნა­ციო სე­მი­ნარს - “გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის დი­ა­ლო­გის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში - მიღ­წე­ვე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი”, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში, თბი­ლის­ში, სწო­რედ ათეა-ს ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და ად­გი­ლობ­რივ და რე­გი­ო­ნულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი პლატ­ფორ­მი­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ქსე­ლის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა.ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის, კერ­ძოდ, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ქარ­ტი­ა­ზე ხელ­მომ­წე­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მოკ­ლე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს და ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას­თან მი­ერ­თე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­სა და სა­მო­მავ­ლოდ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რეს.სე­სი­ის და­სას­რულს კი, სე­მი­ნა­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­მუ­შაო ფორ­მატ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს და თა­ნას­წო­რო­ბის ქარ­ტი­ის ფარ­გლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ გეგ­მებ­სა და გზამ­კვლევ­ზე იმ­სჯე­ლეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­მი­ნარ­მა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ გა­მოც­დი­ლე­ბა და ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა სა­ბო­ლოო მი­ზან­საც ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა და გაძ­ლი­ე­რე­ბა წარ­მო­ად­გენს.აქვე იმა­საც აღ­ვნიშ­ნავ, რომ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ევ­რო­პულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თა და რე­გი­ონ­თა საბ­ჭო (CEMR) ად­გი­ლობ­რი­ვი და რე­გი­ო­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი პლატ­ფორ­მის სამ­დივ­ნოს ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს.არ შე­მიძ­ლია, ასე­ვე, არ გა­მოვ­ყო ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­მარ­თუ­ლი „მე­წარ­მე ქალ­თა ბიზ­ნეს ფო­რუ­მი“ , რო­მე­ლიც ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და და სა­დაც წარ­მა­ტე­ბულ­მა ქა­ლებ­მა სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­ში ჩარ­თულ და ხალ­ხუ­რი რეწ­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ქა­ლებს.აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მა­ტის მეშ­ვე­ო­ბით, მათ ასე­ვე მო­ის­მი­ნეს ინ­ფორ­მა­ცია და­ფი­ნან­სე­ბი­სა და სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა - „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“,

"ევ­რო­პის ფონ­დი", სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა",გლო­ბალ ბე­ნე­ფიტ ჯორ­ჯია", სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცია და სხვა.ამ ფო­რუმ­მა, დამ­წყებ მე­წარ­მე­ებს, სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­თან და სა­ბან­კო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რომ­ლებ­მაც მათ სა­შე­ღა­ვა­თო სა­სეს­ხო პი­რო­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზეს.რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბის­თვის, ბიზ­ნე­სის და­ფი­ნან­სე­ბის, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის მიზ­ნით, შე­იქ­მნა ერ­თი­ა­ნი ქსე­ლი, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო ამარ­ტი­ვებს ბიზ­ნეს­ში მათ ჩარ­თუ­ლო­ბას.აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლი იმ­დე­ნად კარ­გად ამუ­შავ­და და გან­ვი­თარ­და, რომ პრო­ექ­ტის „გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“ ფარ­გლებ­შიც ვფიქ­რობთ, რომ სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბიც მო­ვიც­ვათ.

- თქვენ ხელ­მძღვა­ნე­ლობთ პრო­ექტს „გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“, რო­მე­ლიც გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ინ­ტე­რე­სოა რა პრინ­ცი­პებ­სა და სტრა­ტე­გი­ულ მიდ­გო­მებს მო­ი­ცავს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი?

- პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ისეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან მუ­შა­ო­ბა, რო­გორ­საც გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია (UN WOMEN) წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით და­ვი­წყეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სა და გენ­დერუ­ლი მე­ინ­სტრი­მინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.პრო­ექ­ტი სამ ძი­რი­თად კომ­პო­ნენტს, კერ­ძოდ, ათეა-ს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პლატ­ფორ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სტრა­ტე­გი­ის შექ­მნას, სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თვის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, ასე­ვე, „ად­გი­ლობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას­თან“ მათი მი­ერ­თე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას მო­ი­ცავს.პირ­ვე­ლი კომ­პო­ნენ­ტი უკვე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, შე­ვი­მუ­შა­ვეთ ასო­ცი­ა­ცი­ის 2021-2025 წლე­ბის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სტრა­ტე­გია და 2021-2023 წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც ათეა-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა საბ­ჭომ უკვე და­ამ­ტკი­ცა. ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ორი კომ­პო­ნენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პრო­ექ­ტის ვა­დე­ბის დაც­ვი­სა და ჩარ­ჩოს მი­ხედ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს და უკვე მალე, დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ წარ­ვუდ­გენთ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას.

ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო რე­სურსთან ერ­თად, უდი­დე­სი სურ­ვი­ლი და მო­ტი­ვა­ცია გაგ­ვაჩ­ნია, რაც ვფიქ­რობ, კარ­გად ჩანს ჩვენს აქ­ტი­ვო­ბებ­შიც.

- გიშ­ლით თუ არა ხელს პან­დე­მია და და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში?

- პრო­ექ­ტი "გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს 64-ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს მო­ი­ცავს და ნორ­ვე­გი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე ინი­ცი­ა­ტი­ვის "კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყო. შე­სა­ბა­მი­სად, პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღამ­დე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვა მო­ვას­წა­რით.ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი ქარ­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბის დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, შეხ­ვედ­რე­ბი გავ­მარ­თეთ და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან ერ­თად, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭო­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ვიმ­სჯე­ლეთ.რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას 4 ქარ­თუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი უკვე მი­უ­ერ­თდა.

ამ ოთხი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან ორი თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლა­ქია - ქუ­თა­ი­სი და რუს­თა­ვი, ორი კი, თემ­თა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი - ლა­გო­დე­ხი და ოზურ­გე­თი. სწო­რედ მათი ჩარ­თუ­ლო­ბაა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­ტი­ის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში, რაც ჩემი აზ­რით, ერ­თგვა­რად მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თვის.ამ შეხ­ვედ­რე­ბის ციკ­ლი­დან, ჩვენ მხო­ლოდ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან მოგ­ვი­წია ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა უნდა ით­ქვას, რომ ეს შეხ­ვედ­რე­ბი არა­ნაკ­ლებ პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო. რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ამით არ შე­მო­ფარ­გლუ­ლა და დღე­საც ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ვაგ­რძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას. ბევ­რმა ღო­ნის­ძი­ე­ბამ გა­და­ი­ნაც­ვლა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში და ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და დის­ტან­ცი­უ­რად. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი არ აი­სა­ხე­ბა.

- გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი 16 დღი­ა­ნი კამ­პა­ნი­აც პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღას და შე­ზღუდ­ვებს და­ემ­თხვა.რა ფორ­მით ხართ ჩარ­თუ­ლი მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში?

- და­მე­თან­ხმე­ბით, 2020 წელი ნამ­დვი­ლად რთუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი წელი იყო. თუმ­ცა, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც შევ­ძე­ლით გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და წარ­მა­ტე­ბით შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის, არა­მედ ჩვე­ნი წევ­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წი­ნა­შე ავი­ღეთ. ამის­თვის კი, პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს თი­თო­ე­ულ კო­ლე­გას და თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლე­ბიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად ცდი­ლობ­დნენ მათ­თვის და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტით შეს­რუ­ლე­ბას. ასე­ვე, არ შე­მიძ­ლია მად­ლი­ე­რე­ბა არ გა­მოვ­ხა­ტო ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან, რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე, ვფიქ­რობ, ამ ვი­თა­რე­ბა­ში გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ასე ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თვა.

ზო­გა­დად, ამ პრობ­ლე­მამ ახა­ლი რე­ა­ლო­ბის წინ დაგ­ვა­ყე­ნა და გვას­წავ­ლა ბევ­რი რამ, რა­ზეც ამ დრომ­დე არ გვი­ფიქ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კით ჩა­ვერ­თეთ აღ­ნიშ­ნულ კამ­პა­ნი­ა­ში.ჩვენ კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­რეთ ჩვე­ნი ურ­ყე­ვი პო­ზი­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ათეა, გა­ნუხ­რე­ლად და მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­ფხვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის მე­ქა­ნიზ­მებს.

ხოლო იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც, ჩვენ­თვის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო კამ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, მო­ვუ­წო­დეთ წევრ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს უპა­სუ­ხებ­და და ამავდრო­უ­ლად, პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.ზე­მოთ თქმუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, შე­ვი­მუ­შა­ვეთ დამ­ხმა­რე ინ­სტრუქ­ცია, რომ­ლი­თაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ.კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ქვეყ­ნის 64-ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის, პოს­ტე­რე­ბი, პირ­ბა­დე­ე­ბი და ლო­გო­ტი­პუ­რი გულ­საბ­ნე­ვე­ბი და­ვამ­ზა­დეთ.

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კი, ამა­ვე თე­მა­ტი­კით, სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის ვი­დეო რგო­ლი, ბრო­შუ­რე­ბი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი ქარ­ტი­აც გავ­რცელ­დე­ბა და წევრ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა.სა­ინ­ფორ­მა­ციო პოს­ტე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მსხვერ­პლთა მხარ­და­ჭე­რი­სა და ძა­ლა­დო­ბის დაძ­ლე­ვის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ აუ­ცი­ლე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ი­ცავს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის გარ­და, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­შიც გან­თავ­სდე­ბა, რაც კი­დევ უფრო შე­უ­წყობს ხელს მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.სიმ­ბო­ლუ­რია, რომ სწო­რედ გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის 16 დღი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის და­სა­წყის­ში, პრო­ექ­ტის "გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“ ფარ­გლებ­ში ათეა-მ შექ­მნა მე­დია ქსე­ლი, რო­მე­ლიც გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭო­ებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად ერ­თი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კარ­გი მა­გა­ლი­თე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა­სა და მე­დია მხარ­და­ჭე­რას ისა­ხავს მიზ­ნად.

სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, უკვე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში.სწო­რედ ათეა-ს მე­დია ქსე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში სხვა­დას­ხვა თე­მა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.პან­დე­მი­ი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, ბევ­რმა ღო­ნის­ძი­ე­ბამ გა­და­ი­ნაც­ვლა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად მარ­თა­ვენ ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რებს ამ ფორ­მატ­ში.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ათეა-ს მე­დია ქსე­ლი, რო­გორც ერ­თგვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგო­მაც გა­აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ხელს შე­უ­წყობს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას წევრ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში.

- ამ მოკ­ლე დრო­ში, მარ­თლაც ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და მო­ტი­ვა­ცია.რას გვე­ტყვით სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე?

- რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა საბ­ჭომ უკვე და­ამ­ტკი­ცა ასო­ცი­ა­ცი­ის გენ­დერუ­ლი სტრა­ტე­გია 2021-2025 წლე­ბის­თვის. ცხა­დია, სტრა­ტე­გი­ის დო­კუ­მენ­ტი შე­და­რე­ბით ზო­გა­დია, თუმ­ცა მას ახ­ლავს ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რომ­ლის ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის წარ­დგე­ნა­საც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­თაა გა­წე­რი­ლი ის მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ათეა მომ­დევ­ნო წლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. თუმ­ცა, აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ, ასე­ვე, ვფიქ­რობთ და ვმუ­შა­ობთ კი­დევ უფრო მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზეც. დღე­ის­თვის რაც შე­მიძ­ლია გა­დაჭ­რით ვთქვა ჩვენს გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის ის, რომ ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა მომ­დევ­ნო წლებ­ში ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი დავ­გეგ­მოთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გენ­დერუ­ლი მე­ინ­სტრი­მინ­გის ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას შე­უ­წყობს ხელს.

 

ამბები.GE