კონკურსი
საგრანტო პროგრამა
ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს პროგრამას- „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის (COVID-19) გამო შექმნილი კრიზისული და პოსტ კრიზისული შედეგების აღმოფხვრა, ქალთა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და სოციალური და ეკომომიკური შესაძლებლობის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) სენაკისა და ონის მუნიციპალიტეტში აცხადებს კონკურსს ბიზნეს იდეების შესარჩევად და დასაფინანსებლად.
გრანტის გაცემის პროცესის ეტაპები :
- ქალების მიერ ბიზნეს იდეის განაცხადის წარდგენა;
- საუკეთესო იდეების შერჩევა;
- შერჩეული იდეის ავტორი ქალების სწავლება ბიზნეს-პროექტების წერაში;
- ქალების მიერ სრულყოფილი ბიზნეს გეგმის წარდგენა;
- ბიზნეს გეგმების შერჩევა;
- ბიზნეს საქმიანობის დაფინანსება;
- დაფინანსებული ბიზნესების მონიტორინგი;
საკუთარი ბიზნესის დასწყებად საგრანტო დაფინანსებას მინიმუმ 10 გამარჯვებული ქალი მიიღებს. თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი, 2000 (ორი ათასი) ევროს ექვივალენტს ლარში შეადგენს.
ვის შეუძლია შეიტანოს განაცხადი საგრანტო დაფინანსებაზე?
ქალებს;
1. რომელებიც ცხოვრებენ პროექტით გათვალისწინებულ მიზნობრივ თემებში კერძოდ: სენაკისა და ონის მუნიციპალიტეტების სოფლებში.
2. რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს;
3. რომლებსაც გააჩნიათ ბიზნეს იდეა და აქვთ სურვილი საკუთარი შესაძლებლობები გააძლიერონ და გამოსცადონ ბიზნესის სფეროში.
დაფინანსებას არ ექვემდებარებიან:
1. ქალები, რომელებიც არ რეგისტრირდებიან აღნიშნულ ტერიტორიაზე;
2. ადგილობრივი სათემო კავშირები და სხვა სათემო ორგანიზაციები, სამთავრობო ორგანიზაციები (ადგილობრივი და სხვა), მოქმედი საშუალო და მსხვილი ბიზნესები;
3. ისეთი ბიზნეს-პროექტები, რომლებიც არ ითვალისწინებენ უშუალოდ ბიზნესის განვითარებას (მაგალითად, ემსახურებიან მხოლოდ განათლებას, ინფორმირებას და ა.შ.).
4. სოფლის მეურნეობის სფეროები: მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მემარცვლეობა, მეფუტკრეობა;
რა უნდა გაითვალისწინოთ საგრანტო დაფინანსებაზე განაცხადის მომზადებისას?
1. უპირატესობა მიენიჭება ისეთ ბიზნეს პროექტს, რომელსაც განახორციელებს ქალი ან რამდენიმე ქალი ერთად;
2. უპირატესობა მიენიჭება ახალ ინიციატივებსა და სიახლეზე ორიენტირებულ ბიზნეს პროექტს (Start-up), რომლის ავტორს ბიზნესის ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს;
4. უპირატესობა მიენიჭება იმ ბიზნეს პროექტს, რომლის ავტორსაც გააჩნია თანამონაწილეობის შესაძლებლობა (თანხობრივი თანამონაწილეობა)
5. წარმოდგენილი ბიზნეს იდეა უნდა იყოს რეალისტური და სიცოცხლისუნარიანი;
6. გრანტის მიღების მსურველმა ქალმა საკუთარი იდეა უნდა წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული ფორმებით;
7. გრანტის მიღების მსურველი ქალი მზად უნდა იყოს გაიაროს გრანტის მისაღებად აუცილებელი ყველა ეტაპი;
8. გრანტის მიღების მსურველი ქალი მზად უნდა იყოს ითანამშრომლოს გადაწყვეტილების მიმღებ კომისიასთან.
როგორ უნდა მოიქცეთ I ეტაპზე?
- გრანტის მიღების მსურველმა ქალებმა უნდა წარმოადგინონ ბიზნეს იდეის განაცხადი ელექტრონულ მისამართზე gizgrant@gmail.com .
- განაცხადი შევსებული უნდა იყოს თანდართული ფორმით.
ვინ განიხილავს წარმოდგენილ განაცხადებს?
- წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს პროექტის თანამშრომლებით და შეფასების კომიისისთ დაკომლექტებული ჯგუფი .
რა კრიტერიუმებით მოხდება ბიზნეს იდეების შერჩევა?
განაცხადების განხილვა მოხდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, რომელთაც მიენიჭებათ შესაბამისი ქულების ოდენობა:
შერჩევის კრიტერიუმები |
Sefaseba |
პროექტის განაცხადი ნათლად და გასაგებად არის დაწერილი (ქართულად), ის აღწერს დაგეგმილი საქმიანობის ეკონომიკურ პოტენციალს და შეესაბამება მცირე გრანტს |
20 ქულა |
პროექტის განხორციელებაში ქალის საკუთარი შენატანი (წვლილი) ასახულია პროექტის განაცხადის ბიუჯეტში. |
15 ქულა |
პროექტის განაცხადი ითვალისწინებს დაგეგმილი საქმიანობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფას |
15 ქულა |
პროექტის განხორციელების ეტაპები დეტალურადაა აღწერილი პროექტის განაცხადში |
10 ქულა |
პროექტის განაცხადი ნათლად აჩვენებს ქალის განვითარების შესაძლებლობებს ეკონომიკურ სფეროში |
10 ქულა |
პროექტის განაცხადის ყველა პუნქტი შევსებულია |
10 ქულა |
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები ტექნიკურად განხორციელებადია |
10 ქულა |
პროექტის ბიუჯეტი რეალურადაა დაგეგმილი |
10 ქულა |
სულ |
100 ქულა |
საკონკურსო განაცხადების ჩაბარების საბოლოო ვადაა:
2021 წლის 28 ივნისი 23:00 საათი
საგრანტო პროექტის განაცხადები შემოტანილ უნდა იქნას
ელ. მისამართზე: gizgrant@gmail.com
საკონტაქტო პირები:
- ექსპერტი - შორენა კოჭლამაზაშვილი - 995 595 28 63 04;
- ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი - ირინა გობეჯიშვილი - 555210780
- სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი - ნანა ზარანდია - 599 857 545