• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეამ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ათეამ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მუნიციპალიტეტებში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების დანერგვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა (NALAG) და სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნულ დოკუმენტს ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა - ტარიელ ჭულუხაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანს, ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებში დარგობრივი სამსახურებისა თუ განყოფილებების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და ასევე, გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგ - სემინარების ეფექტიანად დაგეგმვის, წარმართვისა და განხორციელების კუთხით თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმოადგენს.

დოკუმენტი, აგრეთვე ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში ადამიანური რესურსების გაძლიერება, კოორდინაციის გაღრმავება და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

მემორანდუმზე ხელმოწერით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ გენდერული ბიუჯეტირების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, გაიარონ კონსულტაციები და დაინტერესების შემთხვევაში განახორციელონ ერთობლივი პროექტი, კვლევა და სხვა მსგავსი ღონისძიებები.

​ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალი, ფართომასშტაბიანი ეროვნული კონფერენციის - ,,გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები’’, ფარგლებში გაიმართა, რომელიც ათეა-ს ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.

 

ფოტო გალერეა