საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ასოციაციაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
დოკუმენტის მიზანია ათეა-ში სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების განხორციელება და შემავიწროებლისთვის პროპორციული, ადეკვატური და სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება.
აღმასრულებელი საბჭოს წევრების მიერ სხდომაზე ასევე არჩეულ იქნა საჩივრების განმხილველი კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნულ პოზიციაზე ერთხმად დასახელდა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე.
დოკუმენტის მოქმედება გავრცელდება როგორც ათეა-ს აპარატის თანამშრომლებზე, ასევე აღმასრულებელი საბჭოს წევრებზე.
აღნიშნული მექანიზმი შემუშავდა პროექტის – “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში , რომელსაც ათეა გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.